22:18 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 12:48:48, 576 ნახვა

რეგიონი
დევნილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის  ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოაწერეს.

ხელშეკრულების საფუძველზე, აჭარის მთავრობას შესაძლებლობა მიეცემა სტიქიით  დაზარალებული ოჯახების განსახლების პროცესში სამინისტროში შექმნილი ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა  ბაზით ისარგებლოს, საკუთარი პროექტის ფარგლებში აწარმოონ და გამოიყენონ ბაზა. აჭარის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტში აჭარაში რეგისტრირებული 115 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენისა და განსახლების მიზნით 3 მილიონი ლარი გამოყო. 

ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა 2015 წელს ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. 2016 წლიდან კი დაიწყო  ბაზის ფორმირება. ბაზის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღება და მათი შეფასება. აღნიშნული ბაზა იქნება ერთიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხელშეკრულების შესაბამისად, იმ ეკომიგრანტ ოჯახებს რომელთა განსახლება უნდა უზრუნველყოს დევნილთა სამინისტრომ, გარდა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიულ იორგანოებისა, საშუალება მიეცემათ, განაცხადი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც შეავსონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics