|
2016-04-19 11:49:13, 635 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის პირველ კვარტალში კონსულტაცია 44 453 მოქალაქეს გაუწია
აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის პირველ კვარტალში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. ბიუროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის განმავლობაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 44 453 მოქალაქეს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. მათ შორის: ბიუროში კონსულტაცია გაეწია 11 588 მოქალაქეს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასული წლების ამავე პერიოდთან შედარებით; სატელეფონო კონსულტაცია გაეწია 32 680 მოქალაქეს. შედარებისთვის: 2014-15 წლების ამავე პერიოდში სატელეფონო კომუნიკაცია გაეწია დაახლოებით 10 000 მოქალაქეს. ორივე მონაცემი წინა წლების იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია. ამასთან, სამი თვის განმავლობაში პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ 185 შეკითხვას. 2016 წლის პირველ კვარტალში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები: მიღებული იქნა 22 810 ერთეული კორესპონდენცია; განცხადებაზე საპასუხო წერილების რაოდენობამ შეადგინა 416 ერთეული; ტერიტორიული ბიუროებიდან გადმოგზავნილი იქნა 1 944 საქმე; მოვალეთა რეესტრიდან გაიცა 21 ცნობა; გაიცა 37 საჯარო ინფორმაცია; საიტზე გამოქვეყნდა 10 652 ერთეული საჯარო შეტყობინება და საჯარო ინფორმაცია; დაარქივდა 11 939 საქმე; არქივიდან გაიცა 808 ასლი და საქმე. ჯამში, 3 თვის განმავლობაში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 114 391 აქტივობა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)