01:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 16:04:48, 405 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე გამორიცხავს, ვიზალიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას.

როგორც ჯაფარიძემ ქართველი ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, არაფერის სმენია მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მუშაობს.

„გერმანული გამოცემა ძირითადად ეყრდნობა წყაროს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამგავარ მოსაზრებაზე, თითქოს  ევროკავშირი მსჯელობს, რომ კიდევ ახალი შეთავაზება გაუკეთონ საქართველოს, არაფერი მსმენია. გერმანული გამოცემის ინფორმაცია რჩება მხოლოდ ინფორმაციად, რომელსაც ყოველდღიურად ავრცელებენ გაზეთები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ყველაფერი გაირკვევა მიმდინარე კვირაში, როდესაც ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ცნობისთვის, გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics