22:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 14:41:57, 480 ნახვა

საზოგადოება
თბილისში უძველესი ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

შალვა დადიანისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე კულტურული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შალვა დადიანის ქ. N34/17- სა და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ავტორი „საქართველოს icomos” კავშირი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები,  დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა. 

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. შენობის აღდგენა მოხდება იმ სახით, როგორც ის არის ისტორიულად. ასევე თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. მათ შორის, გუდიაშვილის, ღვინის აღმართის სრულ რეაბილიტაციას და ახალი თბილისის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. 

აღნიშნულ მისამართებზე მდებარე შენობები, განსაკუთრებით, კი შალვა დადიანის N34/17 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებშია აგებული,  ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია. აღსანიშნავია, რომ შენობა ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, შენობა ისტორიის მიხედვით აღდგება და ძველ იერსახეს დაიბრუნებს.  

შალვა დადიანის ქ.N 34/17-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო პროექტი “საქართველოს icomos”-ის კავშირის ავტორობით შეიქმნა. 

შალვა დადიანის N34/17 და N32-ში მდებარე ისტორიული შენობების  სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები, ტენდერის დასრულებიდან 9 თვის ვადაში განხორციელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics