22:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 10:42:44, 588 ნახვა

საზოგადოება
ჰემოფილიის საერთაშირისო დღე-კონცერტი  თბილისი არტ-ჰოლში

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია 2016 წლის 17 აპრილს ჰემოფილიის საერთაშირისო დღეს  თბილისი არტ-ჰოლში კონცერტით აღნიშნავს. 
 
ყოველწლიურად 17 აპრილს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა  და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას უერთდება და აღნიშნავს ჰემოფილიის მსოფლიო დღეს.
  
 ეს თარიღი -  17 აპრილი დაკავშირებულიაHჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის ფრენკ შნაბელის სახელთან და   მრავალ ქვეყანაში აღინიშნება 1989 წლიდან.

Hჰემოფილია სისხლის შედედების პრობლემა გახლავთ. ის ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიაა გენეტიკურ დაავადებათა შორის და გამოიხატება მე-8, მე-9 ან სხვა შემადედებელი ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეძენილიც შეიძლება იყოს.

საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 370 ადამიანი.
კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი პოლიპროფილური კლინიკაა, რომელიც სრულ სამედიცინო მომსახურეობას უწევს ჰემოფილიით დაავადებულებს.

აღნიშნულ დღეს ჩატარებული ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს,  კიდევ ერთხელ მიეპყროს საზოგადოების ყურადღება ჰემოფილიის ირგვლივ არსებული პრობლემების მიმართ და ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ უფრო  გაუმჯობესდეს სამედიცინო და სოციალური მომსახურეობის სერვისები ამ მიმართულებით,  ამაღლდეს ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, ჰემოფილიით დაავადებულები.      

საქართველოში მოქმედებს ჰემოფილიით დაავადებულთა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება ჩანაცვლებითი თერაპიით უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო ამ დაავადებულთა სრულყოფილი სამედიცინო და სოციალური სფეროს სრულყოფისათვის, რათა ჰემოფილიით დაავადებულები საზოგადოების სრულფასოვან  ჯანმრთელ წევრებად იქცნენ. Bბევრი მათგანი დღესაც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, მათთან  ერთად კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.  

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics