2016-04-17 16:42:38, 629 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღდგომას ღირსეულად შევხვდეთ
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღდგომას, ამ დიდებულ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ ," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.
"შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა სულიერი აღდგომის, სულიერი განწმენდისა, სულიერი ამაღლებისა, ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და უფალი, რომელიც აძლევს მძიმე ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას ადამიანს, რომ გაუმკლავდეს ცოდვებს",-ბრძანა უწმინდესმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან