03:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 16:07:26, 490 ნახვა

საზოგადოება
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკური სომხების უმრავლესობას ბინადრობის უფლება მიენიჭა

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტრირებული სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობას ბინადრობის უფლება მიენიჭა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის დეპუტატებთან ერთად აქტიურად მუშაობს სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად.
სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტირებულმა სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობამ ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართეს.
სააგენტოს  სტატისტიკური მონაცემებით, ახალქალაქში მცხოვრები სომხების 919 წერილობითი თხოვნიდან 584 დაკმაყოფილდა. 326 საქმეზე განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, მხოლოდ 2 პირს ეთქვა უარი, 7 საქმე კი, დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო განუხილველად დარჩა. ნინოწმინდაში რეგისტრირებული 553 განმცხადებლიდან 421 პირს ბინადრობის ნებართვა უკვე მიენიჭა, 127 საქმის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს, 3-ს უარი ეთქვა, ხოლო 2 საქმე დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო განუხილველად დარჩა.
რაც შეეხება მოქალაქეობას, როგორც სამინისტროში აცხადებენ,  ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან მოქალაქეობაზე მოთხოვნით 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სომხეთის 72 მოქალაქემ მიმართა (ახალქალაქი − 22, ნინოწმინდა − 50). ამ დროისთვის ახალქალაქში  რეგისტრირებულ სომხეთის 8 მოქალაქეს უკვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 8 საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, 5-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი განაცხადი განუხილველად დარჩა დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამო. ამავე პერიოდში ნინოწმინდაში რეგისტრირებულ  სომხეთის 48 მოქალაქის საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, ხოლო ორ მათგანს უარი ეთქვა.
„პრობლემის მოგვარების მიზნით 2014 წლის დეკემბრიდან იუსტიციის მინისტრი სამუშაო შეხვედრებს მართავდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას წარმოადგენენ. გაიმართა შეხვედრები დეპუტატ რუსლან პოღოსიანთან, ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ სამველ პეტროსიანთან“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, გუშინ,  თეა წულუკიანი ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებსა და გუბერნატორთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მინისტრმა ეთნიკურად სომეხ რუსეთის მოქალაქეებს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და განაცხადა, რომ „ინდივიდუალური პრობლემები ჩვენს მოქალაქეებს, იმ პირებს, ვისთვისაც სამცხე-ჯავახეთი არის სახლი და სამშობლო, ეტაპობრივად მოუგვარდებათ და მუშაობა სომეხ დეპუტატებთან გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული პრობლემა არ გადაიჭრება“.
იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგებს დადებითად აფასებენ ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატებიც.
ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის − სამველ პეტროსიანის, თქმით, იანვრის შემდეგ ბინადრობის მოწმობები მასობრივად გაიცემა: „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გამოსავალი ნაპოვნია. პირველი იანვრის შემდეგ მასობრივად გაიცემა ბინადრობის მოწმობები“.
იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს ამ მეტისმეტად ფაქიზ საკითხზე უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან, მით უმეტეს, იმ შემთხვევებში, როდესაც მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და ამ საქმიანობის შედეგების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics