|
2016-04-17 10:55:02, 388 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ვიმედოვნებ, ერთობლივი მცდელობით მოვახერხებთ, რომ მსოფლიო ხვალ და ზეგ უფრო უსაფრთხო იყოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თინათინ ხიდაშელი ბრატისლავაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა 14 ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის პრეზიდენტთან, უცხოელ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის მაღალი რანგის პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სლოვაკეთის მხრიდან საქართველომ სრული მხარდაჭერა მიიღო როგორც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ისე ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და საქართველოს მოლოდინები ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ის მთავარი საკითხები იყო, რაც განიხილა თინათინ ხიდაშელმა ალიანსის წარმომადგენლებთან - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან, გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჯეიმს აპატურაისთან და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ ტაჩან ილდემთან. ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის ხელმძღვანელთან ქრისტიან დანიელსონთან ორმხრივ შეხვედრაზე კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება. როგორც ქრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რუსეთის გააქტიურებული პროპაგანდა იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა. „საინტერესო თემებით დატვირთული ღონისძიება იყო, მათ შორის, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოების მომავალზე საუბრით. ჩვენ გავმართეთ 14 შეხვედრა როგორც ევროპის თავდაცვის მინისტრთან, ასევე ჩვენს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან. სამი შეხვედრა გვქონდა ნატოს ფარგლებში, შევხდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ. ასეთი ღონისძიებების პლიუსი სწორედ ის არის, რომ ყოველთვის შედეგიანია ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით. იმედი მაქვს, ჩვენ, ყველანი ერთად, ერთობლივი მცდელობით მოვახერხებთ, რომ მსოფლიო იყოს უფრო უსაფრთხო ხვალ და ზეგ და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო განმტკიცდეს,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)