2016-04-17 10:46:33, 639 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში სტუდენტთა პროტესტი გრძელდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა პროტესტი გრძელდება.
აუდიტორია 115-ის 50-მა სტუდენტმა მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარა.
სტუდენტების თქმით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, დაშლას არ აპირებენ.
ისინი პრემიერთან შეხვედრას, ე.წ. ოდეერების საკითხის შესწავლასა და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.
დღესვე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ცნობილი სახეების მონაწილეობით, აქცია-კონცერტია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, გუშინ სტუდენტებმა მე-6 კორპუსის კარი აჭედეს. კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან