|
2015-02-20 15:30:30, 850 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ მთავრობამ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გამოვლენა დაიწყო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობამ იმ პირების გამოვლენა დაიწყო, რომლებსაც საქართველოსთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. წულუკიანმა ამ განცხადებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, ამ ნაბიჯმა განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებს პრობლემები შეუქმნა. წულუკიანის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო პატივს სცემს კონსტიტუციას, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს. თუმცა, მისივე თქმით, იანვრის თვიდან ბინადრობის ინსტიტუტი აქტიურად აამუშავეს სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს ურჩევნია, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ხოლო ქართული ბინადრობის მოწმობა ჰქონდეს. „სახელმწიფოს ეს ნაბიჯი არ გადაუდგავს. ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს წინა მთავრობა პატივს სცემდა და ასევე ჩვენც, ქართულ კონსტიტუციას, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს. ამიტომ, ჩვენ, როგორც ნებისმიერი საქართველოს წინა მთავრობა დამოუკიდებლობის შემდეგ ყველას საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, საგამონაკლისო წესით მიანიჭოს ამა თუ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ორმაგი მოქალაქეობა, რასაც პრეზიდენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის გზით აკეთებს და კვლავაც გააკეთებს . ჩვენ იანვრის თვიდან უფრო აქტიურად ავამუშავეთ ბინადრობის ინსტიტუტი, რადგან ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს, იქნება ეს ეთნიკურად სომეხი თუ სხვა, ურჩევნია ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ქართული ბინადრობის მოწმობა, რათა ადვილად იაროს თავისი მოქალაქეობის ქვეყანაში და არჩინოს ოჯახი. ჩვენ ამ პრობლემაზეც ვზრუნავთ და საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით უახლოეს პერიოდში დაიწყება რეგიონული განვითარების პროექტები. პირველი პრიორიტეტი იქნება ის რეგიონები, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, რათა ქვეყნის სიმდიდრე , როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ასევე მთიან რეგიონებში თანაბრად განაწილდეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)