2016-04-16 18:01:30, 702 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის გამზირზე, ხის წაქცევის შედეგად მამაკაცმა გულმკერდის არეში დაზიანებები მიიღო
თბილისში, წერეთლის გამზირზე, ხის წაქცევის შედეგად მამაკაცმა დაზიანება მიიღო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცმა გულმკერდის არეში ზედაპირული დაზიანება მიიღო. მათივე ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადამ ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე ქარმა ხე იმ დროს წააქცია, როდესაც ტაქსის მძღოლმა ავტომობილი გააჩერა და გადმოვიდა.
ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები კიდევ რამდენიმე ადგილზე მოგლიჯა. დაზიანებულია ავტომობილები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან