20:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 17:02:13, 634 ნახვა

საზოგადოება
"აუდიტორია 115"-ის ინფორმაციით, სტუდენტების მიერ არჩეულ წარმომადგენელს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შეხვდება

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, „აუდიტორია 115“-ის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოეხმაურნენ.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მათ მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაეკონტაქტათ.

„მთავრობის წარმომადგენელი მზად არის ჩვენი მხრიდან არჩეულ ერთ წარმომადგენელს შეხვდეს. ისინი კომუნიკაციაზე გამოვიდნენ. შეხვედრაზე სავარაუდოდ, ისაუბრებენ, როდის იქნება შესაძლებელი პრემიერთან შეხვედრა, თუმცა შეიძლება შეხვედრა არც შედგეს. ვიმედოვნებთ, რომ პრემიერი პირადად გამოვა ჩვენთან კონტაქტზე“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი განათლების სისტემის რეფორმას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics