20:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 16:27:04, 556 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

სტუდენტემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

ისინი განათლების სისტემის რეფორმირებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერთი: „არა ოდეერებს“, „არა პრიორიტეტებს და პრიორიტეტი მეცნიერებას“ , „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ და სხვა.

„ის რომ ჩვენ გარეთ ვართ, პარლამენტის დამსახურებაა, ის რომ განათლების რეფორმა არ შეესაბამება იმ რეფორმას, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ, არის პრობლემა, რომლითაც ჩვენ მივდივართ მთავრობის კანცელარიასთან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ.

ამასთან, აქციის ორგანიზატორი მოუწოდებს სტუდენტებს საქართველოს ყველა ქალაქში შეუერთდნენ მოძრაობას, „რათა სისტემა დაინგრეს და მივიღთო განათლების რეფორმა რომელსაც სტუდენტები იმსახურებენ“.

ადგილზე 100-მდე სტუდენტია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics