2016-04-16 15:43:38, 631 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში ხე მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე უბანში ხე მოგლიჯა.
საბურთალოზე, დიდუბეში და ახმეტელის მეტროსთან ხეები ავტომობილებს დაეცა. სამივე ადგილზე თითო ავომობილია დაზიანებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან