2016-04-16 14:46:34, 696 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას ილიაუნის სტუდენტები შეუერთდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას ილიაუნის სტუდენტები შეურთდნენ.
მანამდე სტუდენტები აქციას თსუ-ს მე-6 კორპუსთან მართავდნენ.
როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტების ნაწილი ამჟამად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში იმყოფება, ნაწილმა კი პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობის კარგი შიგნიდან არის აჭედილი და კარზე მერხებია მიწყობილი. სტუდენტები უნივერიტეტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან