11:20 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 18:08:47, 536 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ყარაულაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილ ახალი პლატფორმის პირველ სხდომას უმასპინძლა

საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევოატლანტიკურ სტრაქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილ ახალი პლატფორმის - „ახალგაზრდული საბჭო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" პირველ სხდომას უმასპინძლა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საბჭო წარმოადგენს ახალ საკომუნიკაციო არხს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა (ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე) და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის, რომლის ერთ-ერთ მიზანს საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათთან მუშაობა, პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი", "მომავალ დიპლომატთა კლუბი", "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი", "ევროკლუბი", "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი", "ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია", „YAთA საქართველო") და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, შეაჯამეს ნატოს კვირეული 2016-ის ფარგლებში რეგიონებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანია.

უახლოეს მომავალში ახალგაზრდული საბჭოს მუშაობას სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებიც შემოუერთდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics