|
2016-04-15 13:44:11, 956 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გენერალ ჯონ ალენს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სლოვაკეთის რესპუბლიკაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. უწყების ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ISIL-თან ბრძოლის გლობალურ კოალიციაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალ ჯონ ალენს შეხვდა. ამერიკელ გენერალთან შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალმა ჯონ ალენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებაში. მხარეებმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. როგორც გენერალმა ჯონ ალენმა აღნიშნა, მას ძალიან ეამაყება, რომ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მსახურობდა. ამერიკელმა გენერალმა თავდაცვის მინისტრს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან და სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდასთან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)