2016-04-15 13:10:17, 492 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში საყრდენი კედლები ეწყობა
ვაკის რაიონში საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამგეობა 6 მისამართზე აწარმოებს გამაგრებით სამუშაოებს.
მათივე ინფორმაციით, კედლების მშენებლობა ნუცუბიძის III და IV მიკრო რაიონებში მიმდინარეობს, ასევე, ორი კედელი ეწყობა ნუცუბიძის II მიკრო რაიონში და ორიც ვაჟა-ფშაველას I კვარტალში.
ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დღეს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„ფერდობების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის გამგეობა კედლების გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს. წელს რაიონის მასშტაბით 13 საყრდენი კედელი მოეწყობა“, - აცხადებს ნოდარ ტურძელაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან