12:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 12:49:03, 4220 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობა“ დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზირებულ  ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების  „მაღალი დონის პარტნიორობის“ (Noble Partner) დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“  საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად. 

კონფერენციას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა ამერიკელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და ქართულ ქვედანაყოფს წარმატება უსურვა. 

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება  ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების  ასეულები ჩაერთვებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics