|
2016-04-15 11:08:44, 881 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება დასრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დახურვის ცერემონიალი ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და და „ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის“ NODEFIC კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კიელ პედერსენმა მიმართეს. პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან ემაუსს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ნატოს ლოგისტიკის ათდღიანი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. სწავლებაში 15 ქართველი და 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. წვრთნები ლოგისტიკის დოქტრინებისა და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურების შესწავლას დაეთმო. სწავლების მიზანი ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის გაზრდაა. ნატოს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. იგი ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს რეგიონული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საქართველოსთან, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყანასთან, ნატოს აქტიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)