11:18 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 10:01:06, 557 ნახვა

საზოგადოება
შსს-ში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრებსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს,  შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქი უძღვებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს შსს-სა და ევროკავშირის და ახალი პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ წარუდგინეს. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას, სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამა და მეთოდოლოგიაც გააცნეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიასა და სხვადასხვა უწყებას შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით, შს სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics