|
2016-04-14 16:44:21, 1379 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველი საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMEDBATUMI 2016 ’’ გახსნეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მსგავსი გამოფენა ბათუმში წელს პირველად ტარდება და მასში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად უცხოური კომპანიებიცაა წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. საერთაშორისო გამოფენა ,, EXPOMED BATUMI 2016 ’’ ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პრეზენტაციები. მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში ქართული, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანულილ, რუსული, სომხური, ირანული, პოლონური, ბელორუსული კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენა ,,EXPOMED BATUMI 2016 ’’ - ის ორგანიზატორია ,,GEONET EXPO’’.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)