|
2016-04-14 14:58:25, 1434 ნახვა
რეგიონი
დედაენის დღე აჭარაშიც აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ და ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი ქართული ენის მნიშვნელობისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ. „იშვიათია ქვეყანა, სადაც მშობლიურ ენას „დედაენას" უწოდებენ, ძეგლს უდგამენ ან დღესასწაულად აღნიშნავენ. საქართველოში ეს დღე უკვე რამდენიმე ათწლეულია განსაკუთრებულად აღინიშნება. სასიხარულოა, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ეს იყო ისტორიული და სამაგალითო დღეები ქართველი ხალხის ერთად დგომისა და ბრძოლისა, მით უფრო, რომ ეს ბრძოლა მიმართული იყო უმნიშვნელოვანესი იდეის - სახელმწიფო ენის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. ჩვენ არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, სათანადოდ დავაფასოთ და გვიყვარდეს იგი", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)