|
2016-04-13 19:19:48, 605 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე მაჭახელას ხეობის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მაჭახელას ხეობის წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეობის მოსახლეობა გეოგრაფიული ადგილის ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით მთის კანონის ფარგლებში მოქცევას ითხოვს. არჩილ ხაბაძემ მოისმინა ხეობის წარმომადგენლების მოთხოვნები და მათ აჭარის მთავრობის მიერ გატარებული ღობისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. არჩილ ხაბაძის განმარტებით, ხეობის მაღალმთიანი სოფლების მთის კანონის ფარგლებში მოქცევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობაში მთის კანონთან დაკავშირებული საბჭოს წევრია. მან მაჭახელას წარმომადგენლებს განუმარტა მთის კანონთან დაკავშირებული დეტალები და მათდამი მხარდაჭერა გამოხატა. აღსანიშნავია, რომ მთის კანონი 11 მუხლისგან შედგება და მისი მიზანია იმ შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კანონის მიხედვით, ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმების (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ დასახლებებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის დასახლებებში მცირდება 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში – 800 მეტრამდე), ხოლო სამხრეთ საქართველოს დასახლებებში რჩება 1500 მეტრი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)