09:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 16:41:05, 657 ნახვა

სამხედრო
II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

„მინდა მივულოცო მეორე ქვეითი ბრიგადის ახლად დანიშნულ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბლიაძეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო თანამდებობა. მე მას ვიცნობ მისი ჯარისკაცობის პერიოდიდან. ერთად მოგვიწია საბრძოლო მოქმედებებში ყოფნამ, ერთად მოგვიწია სამხედრო სამსახური, ჩემს დაქვემდებარებაშიც იყო და, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო იყო ვისთანაც მქონია ურთიერთობა. რაც შეეხება დღევანდელ ცერემონიალს, ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი ღონისძიება, რადგან დროშასთან ერთად მეთაური იბარებს ღირსებას, იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ წარმატებით გაართმევს თავს ბრიგადის წინაშე დასმულ ყველა ამოცანას, ასევე გააგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელიც ბრიგადას გააჩნია“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ ძირითადი სამხედრო განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც ოცმეთაურის, ასმეთაურის და ბატალიონის მეთაურის კურსები გაიარა. ასევე დამთავრებული აქვს თურქეთის ომის კოლეჯი. 
II ქვეითი ბრიგადის ახალი ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს „ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“. დღემდე II ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე ასრულებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics