|
2015-02-19 18:51:13, 1204 ნახვა
საზოგადოება
პედაგოგების შეფასების წესი იცვლება
პედაგოგების შეფასების წესი იცვლება. აღნიშნულს „მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება ითვალისიწნებს, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. ახალი წესის თანახმად, მასწავლებლის შეფასება შემდეგი ფორმით განხორციელდება: მასწავლებლის თვითშეფასება, საგნის გამოცდა, გარე დაკვირვება და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება. მასწავლებელს თვიშეფასების კითხვარის შევსება მოუწევს, რითაც მის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობას გაანალიზებს, შემდეგ კი ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას შეადგენს. თვითშეფასების კითხვარის შევსებისა და სამოქმედო გეგმის შედგენის ვადებს დირექტორი დაადგენს. პრაქტიკოსი მასწავლებელი წელიწადში ორჯერ იმ საგნის გამოცდას ჩააბარებს, რომელსაც ასწავლის. დადგენილების პროექტის შესაბამისად, იმისათვის, რომ უფროსმა მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს, მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში გარე დაკვირვებას დაექვემდებარება. მასწავლებლებს შეაფასებს შეფასების ჯგუფი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიქმნება ამავე სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისგან. კერძო სკოლა კი, შეფასების ჯგუფის შემადგენლობას თავად განსაზღვრავს. შეფასების ჯგუფი მასწავლებელს გაკვეთილზე დაკვირვების, მის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმების საფუძველზე კრედიტქულებს მიანიჭებს. კრედიტქულების გათვალისწინებით კი, შეფასების ჯგუფი მასწავლებლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი კი, უფლებამოსილი იქნება ეს მოქმედებები განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას არანაკლებ სამი წევრი დაესწრება. დადგენილების პროექტის მიხედვით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი მასწავლებლის მინიჭებისათვის/შენარჩუნებისათვის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს არანაკლებ ორჯერ დააკვირდება. ამასთან, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის სტატუსის მინიჭებისათვის, წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში არანაკლებ ათჯერ დააკვირდება. მენტორის სტატუსის შენარჩუნებისთვის კი, პედაგოგებს არანაკლებ ხუთჯერ დააკვირდებიან. პედაგოგი, რომელიც ერთსა და იმავე საგანს, ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის, შიდა შეფასებას ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ–ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გაივლის. ხოლო, ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, შიდა შეფასებას დაექვემდებარება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც მითითებული იქნება ელექტრონულ სისტემაში. პროექტის თანახმად, მასწავლებელი უფლებამოსილია შიდა შეფასების შედეგები და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაასაჩივროს. ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილი იქნება მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს. დადგენილების პორექტით განსაზღვრულია, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი, მას გამოცდაზე იმ საგნის ჩაბარება აღარ მოუწევს, რომელსაც ასწავლის. პედაგოგი, რომელსაც მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი წარმატებით აქვს ჩაბარებული, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩააბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებული იქნება დადგენილი ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის. იმ შემთხვევაში თუ ვერ/არ ჩააბარებს, სამსახურიდან გათავისუფლდება.
2015 წელს პრაქტიკოსი მასწავლებელი, გარდა მუსიკისა და სპორტის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის პედაგოგებისა, საგნის გამოცდას ერთხელ ჩაბარებენ. ხოლო მუსიკისა და სპორტის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლები საგნის გამოცდას 2016 წელს ჩააბარებენ.
დადგენილების პროექტის თანახმად, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებელს, რომელიც გაივლის ამ წესით დადგენილ გარე დაკვირვებას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. პროექტის მიხედვით, 2015-2016 სასწავლო წელი განისაზღვრება მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)