|
2016-04-11 16:23:22, 677 ნახვა
სხვადასხვა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის მესამე შეხვედრა გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან გამართეს. რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. კანონმდებლებს კონცეფციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და მისი სტრუქტურა საფრთხეებიდან გამომდინარე შესაძლოა შეიცვალოს. პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის მიზანზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სისტემა მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას. კონცეფციის პროექტის ავტორმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. პოლკოვნიკმა ჩუბინიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა რეზერვის სამ კატეგორიაზე - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვის შესახებ. კონცეფციის სამუშაო ვერსია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებითაა შემუშავებულია; ის სრულიად აუთენტურია; თუმცა, მოიცავს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას. კონცეფციის სამუშაო ვერსიის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვა და განახლება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)