2015-02-19 17:32:42, 657 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო დონის ქართულ ფარმაცევტულ წარმოება ,,ავერსი- რაციონალში“ მედია ტური მოეწყო
მსოფლიო დონის ქართულ ფარმაცევტულ წარმოება ,,ავერსი- რაციონალში“ მედია ტური მოეწყო.
მედია ტურის მიზანი ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის ქართული ფარმაცევტული წარმოების გაცნობა იყო.
სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საწარმო, ასევე ლაბორატორია, სადაც ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება, ასევე საწარმოში მუშაობის პრინციპებსა და ძირითად ღირებულებებს გაეცნენ.
,,ავერსი-რაციონალის“ წარმოება აღჭურვილია ამერიკული, იტალიური, ინგლისური, გერმანული, იაპონური და სხვა უმაღლესი ხარისხის, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც იქ ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია.
შეგახსენებთ, რომ პირველად მედიკამენტი „ავერსი რაციონალმა“ მოსახლეობას 2005 წელს შესთავაზა. დღეის მდგომარეობით ,,ავერსი-რაციონალი“ აწარმოებს 141 დასახელების პროდუქციის 236 პოზიციას.
,,ავერსი-რაციონალი“ ფლობს საერთაშორისო დონის ხარისხის სერტიფიკატებს, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადებში მოიპოვა. ესენია:
2006 წლიდან - ISO 9001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ჩვენთან მართვადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
2008 წლიდან - GMP EU სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ,,ავერსი-რაციონალში” მიმდინარე ყველა პროცესი (წარმოება, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვ.) შეესაბამება ევროპული GMP-ის სტანდარტების მოთხოვნებს.
,,ავერსი-რაციონალის“ მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ- ქიმიური ლაბორატორია გაიხსნა 2012 წელს, რომელიც განლაგებულია ≈ 750 მ2 ფართობზე. აქ სრულდება ფიზიკურ-ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ანალიზები. ლაბორატორია, ისევე როგორც წარმოება აღჭურვილია საუკეთესო, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებით და ინვენტარით. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე ისიც, რომ ,,ავერსი- რაციონალის“ ლაბორატორია ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებს შორის არის.
2014 წელს სულ გაიყიდა 6 მილიონამდე კოლოფი მზა პროდუქტი.
ამჟამად ,,ავერსი-რაციონალში“ დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან