|
2026-10-27 16:53:21, 422 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრის მოადგილეებს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლობაც შეეძლებათ - კანონპროექტი
ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს კანონში "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ", რომლის თანახმადაც, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეთავსებით შეასრულოს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს შეეძლება დაიკავოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა. "მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს." - ნათქვამია კანონპროექტში. ივანიშვილის წარმომადგენელმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ შეთავსებით მეორე თანამდებობის დაკავება ანაზღაურებადი არ იქნება. "ჩვენ გთავაზობთ ცვლილებას ორი თანამდებობიდ დაკავების შესაძლებლობის შექმნას, რაც ავტომატურად გამორიცხავს მეორე ანაზღაირების მიღების შესაძლებლობას." - თქვა ბაჩიაშვილმა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებას, საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას. "აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას." - ნათქვამია დოკუმენტში. კანონპროექტს I მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს. ცვლილებებს 81 მომხრე და 8 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)