|
2026-10-15 21:53:26, 2702 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკებისა და ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საუკეთესო ორგანიზაციების დაჯილდოებაზე (World’s Best Digital Banks and AI in Finance Awards) მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა. ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად ფიზიკური პირებისთვის. ბანკმა ასევე მიიღო მსოფლიოში საუკეთესო AI გადაწყვეტის ჯილდოები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ფინტექ AI (სამომხმარებლო მიმართულებით); საუკეთესო AI ბანკი გადახდებში (კორპორატიული მიმართულებით) და საუკეთესო აპლიკაცია ფინანსური ინკლუზიურობისთვის (სამომხმარებლო მიმართულებით). Global Finance-ის 27-ე ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards პროგრამის ფარგლებში კი საქართველოს ბანკი, გლობალური და რეგიონული გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, დაჯილდოვდა საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებითაც. ჯამში ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებების მეორე რაუნდში 11 გლობალური და რეგიონული ჯილდო მიიღო. გამარჯვებულები ექსპერტების შეფასებისა და გამოცემის სარედაქციო გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩნენ. ციფრული ბანკების შეფასებისას ყურადღება ექცევა ციფრული სტრატეგიის ეფექტიანობას, მომხმარებლების მოზიდვასა და ციფრული სერვისების გამოყენების ზრდას, შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნებას, დანერგილი ინიციატივების პრაქტიკულ სარგებელსა და ციფრული არხების ფუნქციურობას. AI მიმართულებით კი ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებს წარმოაჩენს. “ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა - როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დამსახურებაცაა აღნიშნული ჯილდო”, - განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა. “ჩვენთვის ციფრული ბანკინგის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და შესაძლებლობები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ სარგებელს ქმნის. Global Finance-ის ეს აღიარება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელოვანი შეფასებაა. ჩვენ განვაგრძობთ ციფრული პროდუქტების განვითარებას, რათა საბანკო მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და პერსონალიზებული გავხადოთ“ - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. Global Finance 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)