|
2026-10-15 10:15:14, 1746 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა შესაძლოა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქოს
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის სანქციების შემსუბუქებას, განუცხადეს „როიტერსს“ საკითხთან დაკავშირებულმა წყაროებმა. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს „ლეგალური“ საწვავის ტრანსპორტირების დაშვებას და არა შეზღუდული რუსული ან ირანული ნავთობის. მიზანია ტვირთის ტარიფების შემცირება და სპარსეთის ყურიდან მეტი ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დაშვება. „როიტერსს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ სანქცირებული გემების გამოყენების მსურველ კომპანიებს ნებართვისთვის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს უნდა მიმართონ. შეზღუდვების შემსუბუქებამ „შეიძლება გაათავისუფლოს მცირე რაოდენობის დამატებითი ტანკერები შატლის ოპერაციებისთვის“, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოიწვევს ტვირთის ტარიფების შემცირებას ყველა მიმართულებით, რადგან სადაზღვევო კომპანიები კვლავ ვალდებულნი იქნებიან დაიცვან ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის რეგულაციები, განუცხადეს „როიტერსს“ საზღვაო ინდუსტრიის წყაროებმა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაარწმუნა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთს ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში არ დაეხმარება. „როიტერის“ ცნობით, საწვავის მაღალი ფასები საფრთხეს უქმნის ტრამპს 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, რომლის დროსაც რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ შეინარჩუნებენ კონტროლს კონგრესის ორივე პალატაზე. მანამდე, თეთრმა სახლმა რუსულ დიზელის საწვავზე სანქციები მოხსნა და აშშ-ის ბაზარზე მისი მიწოდება 7 აპრილამდე დაუშვა. ამ ნაბიჯმა აშშ-ის სენატის ზოგიერთი რესპუბლიკელის, ევროპელი ლიდერების და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა გამოიწვია. წელს გაზაფხულზე, ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის დაკეტვის ფონზე, აშშ-მ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზოგიერთი ტვირთი სანქციებისგან გაათავისუფლა. კრემლმა შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის „მნიშვნელოვანი მოცულობის“ გარეშე, გლობალური ბაზრის სტაბილიზაცია „შეუძლებელია“. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობფლოტის დაზიანების მცდელობები „პრობლემებს შეუქმნის ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვინც, ბოდიშს გიხდით, ცდილობდა ჩვენს ჩაგვთრევას“.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)