|
2026-10-14 21:12:21, 3020 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
პარტია ახალის წევრი, თენგო თევზაძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას გამოეხმაურა. თევზაძის თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ისინი ბრძოლასა და წინააღმდეგობას მაინც გააგრძელებენ. "ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ პროცესის ასე დაჩქარება იმის პირდაპირი განაცხადია, რომ ივანიშვილს აქვს სურვილი, საქართველოში დემოკრატია დასრულდეს; ეროვნულ-დემოკრატიული ძალები ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მთლიანად ამოიღონ; საქართველო გახდეს სახელმწიფო, რომელშიც არის მხოლოდ ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა, ტოტალიტარული რეჟიმი და რაღაც ჰიბრიდულ-კრიმინალური ტერიტორია, რომელსაც მხოლოდ ის დატვირთვა ექნება, რომ აქ რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს, შავი ფული გარეცხონ [...] ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო გახდეს კრიმინალის, ქოლ-ცენტრების, ნარკოკარტელებისა და მისი ბანდების სათარეშო ტერიტორია. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, ევროპული მომავლისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა [...] ეს პროცესი როგორც არ უნდა დასრულდეს, ის ხალხი, ვინც ვიბრძვით და წინააღმდეგობაში ვართ, წინააღმდეგობას გავაგრძელებთ. ეს ყველამ უნდა იცოდეს". - ამბობს თევზაძე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. განიხილება სარჩელი პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია-მელია-გირჩი-დროა", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "პარტია ფედერალისტები", "გახარია საქართველოსთვის" - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)