|
2026-10-13 15:26:03, 1515 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
ჩვენ გვახსოვს ირაკლი კობახიძის განცხადება ნულოვან თანაგრძნობასთან დაკავშირებით. ეს პარადიგმა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც საპატრიარქო ჩაერია და გაჩნდა შესაძლებლობა, ადამიანებს დაეტოვებინათ პოლიტიკური ტყვეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ფარულავას ჰკითხეს, რომ, სავარაუდოდ, დღეს კონკრეტულ პირებთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. კერძოდ, ფარულავას ჰკითხეს, „როგორ შეაფასებს ამ ფაქტს, მით უმეტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათი თანამოაზრეებისა და აქტივისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა?“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, არ არსებობს სასამართლო, დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა, ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი მათმა თანამებრძოლებმა. „ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მხოლოდ გაგვაძლიერებს ადამიანების თავისუფლება. ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანებს, მათ ინდივიდუალურ არჩევანს და, მათ შორის, შეფასებას. ჩვენ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, სადაც პოლიტიკური ძალები კი არ უკარნახებენ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ კონკრეტული ინდივიდები უკარნახებენ პოლიტიკურ აქტორებს. ამიტომ ყველას აზრი, ყველას მოსაზრება არის დასაფასებელი. მათ აქვთ ამ მოსაზრების გამოთქმის უფლება, თუმცა მე ვთქვი უკვე, რომ სხვა შესაძლებლობა ახლა და ამ წუთას არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელიც დააღწევს თავს პოლიტიკურ ტყვეობას. ეს არის მხოლოდ სასიკეთო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ რეპრესიის და ტერორის გამო იტანჯებიან“, – აღნიშნა ფარულავამ.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)