|
2026-10-13 15:24:41, 1510 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
მურთაზ ზოდელავა გააფორმებს თუ არა საპროცესო შეთანხმებას, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, აქ ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი იყო დანაშაული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე, ლიდერები მოუწოდებდნენ საზოგადოებას 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ, მშვიდობიანი დამხობის გზით აპირებდნენ ხელისუფლების შეცვლას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, საპრცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, თუმცა ციხეში რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში და უნდა აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას. „გამოვიდნენ და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აპირებდნენ, დაეწყოთ დილით და დაემთავრებინათ საღამოს. მათი გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ, როდესაც გამოვლენ, აუხსნან საზოგადოებას, როგორ მოხდა 4 ოქტომბრის დაგეგმვა, როგორ განახორციელეს, ვინ განახორციელა. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან, იქ რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ, აუხსნან იმ მოქალაქეებს, მათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, როგორ აპირებენ იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო დღეს ციხეში არიან. რაც შეეხება „ოცნების“ მიდგომას, „ოცნება“ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს. ჩვენ არაერთხელ, მათ შორის 4 ოქტომბრამდეც, მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ ეს იყო „ოცნების“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აღასრულეს სწორედ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. ეს ადამიანები როდესაც აწერენ ხელს საპროცესოზე, „ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები უნდა გაეთვალისწინებინათ“, – აღნიშნა ფარულავამ. მისივე შეფასებით, 4 ოქტომბერს დაშვებული შეცდომით დაზიანდა მშვიდობიანი პროტესტი. „ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იყო მაშინაც, როდესაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს ამ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს თავიდანვე იყო პროვოკაცია, დანაშაული და შეცდომა, რაც შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი გადასაწყვეტია, თუ აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. მათი პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს არის დანიშნული.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)