|
2026-10-11 23:41:00, 5469 ნახვა
ევროპის ამბები
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კემი ბადენოჩმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დადანაშაულების გამო, იუწყება Sky News. მან თქვა, რომ მოსკოვისთვის დათმობებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი აგრესია და საფრთხე შეუქმნას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პერსპექტივებს. განცხადება გამოწვეული იყო ტრამპის გადაწყვეტილებით, დაუშვას რუსული დიზელის საწვავის აშშ-ში იმპორტი, ასევე მისი კომენტარებით ზელენსკის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერი ომის დასრულების გადადებაში დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ უკრაინას ახალი ლიდერობა სჭირდება. „უკრაინის თავისუფლება არ არის ვაჭრობის საგანი პრეზიდენტ ტრამპისთვის“, - თქვა ბადენოჩმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ლიდერი ცდება, როდესაც ამსუბუქებს შეზღუდვებს რუსულ დიზელის საწვავზე, ადანაშაულებს ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომის გახანგრძლივებაში და ძირს უთხრის არსებობის უფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას. „რუსეთი აგრესორია. ის ყოველთვის აგრესორი იყო“, - თქვა ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა. მისი აზრით, მოსკოვისთვის დათმობები მხოლოდ წაახალისებს შემდგომ აგრესიას, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. „თუ რუსეთს დავაჯილდოვებთ, კიდევ უფრო დიდ აგრესიას უნდა ველოდოთ, მათ შორის სხვა ქვეყნების მხრიდან. მაშინ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - გააფრთხილა ბადენოხმა.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)