|
2026-10-09 13:43:52, 5600 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ტრანსპორტის ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევას განიხილავს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ფედერაციასთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევის ინიციატივაზე მუშაობს. პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება დაბალანსებული უნდა იყოს, რათა ერთის მხრივ გაითვალისწინონ მოსახლეობის წუხილი ჭარბ ხმაურზე, ხოლო მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები. „მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით. ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, იქიდან მხრიდან ინიციატივა არის 100 დეციბალზე ზღვრის გავლება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ავტომობილების ხმაურზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში (23:00-დან 08:00-მდე) ხმაურის მაქსიმალური ზღვარი 80 დეციბალით განისაზღვრა. რაც შეეხება დღის საათებსა და მაგისტრალებს, აქ ნორმები ტექინსპექტირების რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელიც მძღოლებს სპეციალური პორტატული აპარატებით ამოწმებს. წესები არ ვრცელდება მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე სპორტულ ავტომობილებზე, როცა ისინი წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე გადაადგილდებიან.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)