|
2026-10-09 12:33:50, 2232 ნახვა
ეკონომიკა
მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
თიბისი FoxPrep.ai-ის გენერალური პარტნიორი გახდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესს უმარტივებს და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ მიზანზე მორგებულ სასწავლო გეგმას სთავაზობს. FoxPrep.ai ცალკე მიმართულებით სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადებასაც მოიცავს. პლატფორმაზე მოსწავლე ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამასა და საჭირო ქულას. შემდეგ FoxPrep.ai მის მიმდინარე ცოდნას აფასებს, საპროგნოზო ქულას ითვლის და აჩვენებს, რომელ თემებზე უნდა იმუშაოს შედეგის გასაუმჯობესებლად. სასწავლო პროცესი სრულად პერსონალიზებულია. მოსწავლე მიმდინარე დონიდან სასურველ შედეგამდე მისასვლელ, თემების მიხედვით გაწერილ გეგმას იღებს. სავარჯიშოები ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას ეფუძნება და კითხვების სხვადასხვა ფორმატს მოიცავს. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ხელსაწყოები, რომლებიც აბიტურიენტს ეხმარება, გაიგოს, სად შეიძლება მოხვდეს მიღებული ქულით. ამასთან, თიბისიმ განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა მათ, ვინც FoxPrep.ai-ს წლიური პაკეტის შეძენას გადაწყვეტს - მოსწავლის ბარათით შეძენის შემთხვევაში, 40%-იანი მომენტალური ქეშბექი გექნებათ. ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერა თიბისის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბიტურიენტების მხარდაჭერა, რადგან უნივერსიტეტისთვის მომზადება ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თიბისი, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებს. FoxPrep.ai კი, სწორედ ასეთი პროდუქტია - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ის სწავლას უფრო პერსონალურს ხდის და აბიტურიენტებს საკუთარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაში ეხმარება.
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)