14:32 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 00:31:45, 3054 ნახვა

პოლიტიკა
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია

საქართველოს თუ შევხედავთ, მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია.  “, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლუკას სიპერმა “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების თაობაზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალი გზისგან აშორებს.

„გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან, რომელმაც მკითხა: „შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მას ვუთხარი, „ოცი წელი. შესაძლოა ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“, მეშინია, რომ სწორედ ასეა, რადგან საქართველოს თუ შევხედავთ, მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. ამიტომ ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, საქართველოს ოლიგარქებს, რუსეთის ქართველ მარიონეტებს – „დატკბით თქვენი სასახლეებით, დატკბით თქვენი ძვირადღირებული მანქანებით, დატკბით თქვენი ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და შემდეგ საქართველოს ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს, ისინი კი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. შესაძლოა, მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ საბოლოო მიზანი უდავოა“, – განაცხადა ლუკას სიპერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics