|
2026-10-06 12:50:10, 5597 ნახვა
საზოგადოება
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
2026 წლის 14 აგვისტოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და საბითუმო დისტრიბუტორმა, შპს „იბეროილმა“, რომლის მესაკუთრეებსაც ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან საერთო კომპანია აქვთ, ელექტრონულ აუქციონზე 493 000 ლარად სახელმწიფო მიწის ორი ნაკვეთი (1 400 და 429 კვ.მ) შეიძინა. ნაკვეთები თბილისში, იუმაშევის ქუჩაზე, კომპანიის ნავთობბაზასთან მდებარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ნაკვეთის შეძენიდან სამ დღეში, 17 აგვისტოს, „იბეროილის“ ოთხიდან სამმა მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 160 000 ლარი შესწირეს. ირაკლი პეტრიაშვილმა და სიმონ გეგელაშვილმა თითომ 50 000 ლარი შესწირა, დავით ალიბეგაშვილმა და დირექტორმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა კი თითომ – 30 000 ლარი. როგორც ორგანიზაცია წერს, „იბეროილს“ ამ ქუჩაზე სახელმწიფო მიწა ადრეც აქვს შეძენილი. 2020 წლის ივლისში კომპანიამ მომიჯნავე, 5 702 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 521 000 ლარად შეიძინა. იმ დროს ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაში მდებარეობდა. კომპანიის მოთხოვნით, თბილისის საკრებულომ ნაკვეთს ჯერ სატრანსპორტო ზონის სტატუსი მიანიჭა (2020 წლის 8 დეკემბერი), შემდეგ კი სამრეწველო ზონის (2021 წლის 6 აგვისტო). TI-ის თანახმად, 2023 წლის აპრილში ეს ნაკვეთი გადაეცა შპს „ატფ“-ს, ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებულ კომპანიას. „ატფ“-ში ჭიკაიძეს 17% ეკუთვნის, 50% კი შპს „იბერ ინვესტს“, რომელიც „იბეროილის“ მესაკუთრეებს და თავად „იბეროილს“ ეკუთვნის. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, „იბეროილის“ მესაკუთრეებს და დირექტორს 2016 წლიდან „ქართულ ოცნებისთვის“ 1 220 000 ლარი აქვთ შეწირული.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)