09:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 20:36:11, 611 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მაია ქავთარაძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

„პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ჭირისუფლებს. დღეს, ერთი მხრივ, მძიმე, მეორე მხრივ, კი აღსანიშნავი დღეა, რადგანაც მეხსიერება იმის შესახებ, თუ რა ერი და ქვეყანა ვართ ჩვენ, ამ ბიჭების საქციელის შესახებ მეხსიერებისგან შედგება. ეს იყო განსაკუთრებით თავდადებული, ალალი ხალხი, რომელთა ქმედება ნამდვილად სამაგალითოა ჩვენთვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.

ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განხორციელდა. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ყველა ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics