|
2026-10-03 15:13:29, 1935 ნახვა
პოლიტიკა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული. სიტყვიერი შელაპარაკება მსჯავრდებულის მხარდამჭერებსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შორის მოხდა. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები კვადროციკლებით გადაადგილდებიან, რაც იწვევს ხმაურს, შესაბამისად, მათ მიერ ადგილზე გამოთქმული მოსაზრებებს ვერ აჟღერებენ და ვერ აწვდიან ხმას გარედან ციხეში მყოფ პატიმრებს. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები კვადროციკლით ხმაურს განგებ იწვევენ. გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან მივიდნენ უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებიც. პატიმრის ოჯახის წევრები და ადგილზე შეკრებილები ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)