2026-10-02 10:50:17, 8487 ნახვა
კომენტარი
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ.
„შეხედეთ, რა ხდება ევროპაში. მას ცოცხლად ჭამენ“, - განაცხადა ტრამპმა ტეხასში სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა, თუმცა მანამდე არაერთხელ გააკრიტიკა ევროპის მთავრობები მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მათი მოპყრობის გამო.
ტრამპის თქმით, მსოფლიო უნდა იყოს ინფორმირებული აშშ-ის მიდგომის შესახებ, რათა თავიდან აიცილოს მოვლენების ასეთი განვითარება.
შეხვედრაზე ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ერთ-ერთი მიღწევა თანამდებობაზე ყოფნისას აშშ-ის საზღვრის არალეგალური იმიგრანტებისთვის დახურვა იყო.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან