|
2026-10-01 15:51:11, 1674 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
დიდმა ბრიტანეთმა, "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქციათა ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 31 სუბიექტს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და გემებს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან პირები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონებს, მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი. მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ცხინვალში სექტემბერში გამართულ ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების დაახლოებით 85%-ით გაიმარჯვა.
ალან გაგლოევი - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ექსპრეზიდენტი (2026 წლის სექტემბრამდე) და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი.
სერგეი ტოლმაჩოვი - პოლიტტექნოლოგი; უკრაინის დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონისა და ქალაქ სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. "ვიცე-გუბერნატორი".
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ სტრუქტურებში საქმიანობაში არიან ჩართულნი. ახალი პაკეტი სულ 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და 8 გემს მოიცავს. 23 სუბიექტს აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების შეზღუდვა და დირექტორად მუშაობის აკრძალვა დაუწესდათ. ფიზიკურ პირებს კი დამატებით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. გემზე გავრცელდება საზღვაო გადაზიდვებისა და სავაჭრო სანქციები. სანქცირებულ გემებს შორის არიან: რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" 3 ხომალდი, 2 დამხმარე გემი, რომლებიც მათ ბუნკერირების მომსახურებას უწევდნენ და რუსეთის მფლობელობაში არსებული ყინულმჭრელი კლასის 3 გემი.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)