|
2026-09-30 11:56:46, 2550 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 ფიზიკური და იურიდიული პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადეს, რომლებიც ირანს იარაღისა და მისი წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შეძენაში დაეხმარნენ, იუწყება Reuters. სიაში ორი რუსული კომპანიაა: MG-Flot LLC, რომელიც კასპიის ზღვაში მოქმედებს და A.S. Yakovlev Design Bureau, რომელიც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს, და ახლახანს, დრონებსაც ამზადებს. შეზღუდვები ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და პაკისტანის კომპანიებსაც დაექვემდებარნენ. სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის ნაწილია, ირანი ეკონომიკურად იზოლირება მოახდინოს და თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის დასრულების მოლაპარაკებები აწარმოოს. „ფინანსთა სამინისტრო რეჟიმის არანაირ მხარდაჭერას არ მოითმენს და გააგრძელებს იმ პირების იდენტიფიცირებას, გამოაშკარავებას და იზოლირებას, ვინც ირანს ეხმარება“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. ფინანსთა სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ სანქციები მიზნად ისახავს თეირანის იარაღის წარმოების პროგრამების განახლების უნარის შესუსტებას. აგვისტოს ბოლოს აშშ-მ დაიწყო ოპერაცია „თაღლითური ეკონომიკა“, რომელიც მოიცავს ირანთან თანამშრომლობითი პირების წინააღმდეგ მეორადი სანქციების გაფართოებას, ასევე ირანის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე ახალ შეზღუდვებს. NBC News-მა ადრე, ევროპის მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ეხმარებოდა დრონებისა და რაკეტების მარაგების შევსებაში აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ. რუსეთი კასპიის ზღვას იყენებდა, სადაც დასავლეთის საზღვაო ძალები არ იმყოფებიან, საბრძოლო მასალის, დრონების კომპონენტებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის. ამან გამორიცხა მათი ჩაჭრის შესაძლებლობა. ამასობაში, მარტის ბოლოს ისრაელმა კასპიის სანაპიროზე მდებარე ირანის პორტის კომპლექს ბანდარ ანზალის დარტყმა განახორციელა. ისრაელის მხარის თქმით, ის რუსეთიდან იარაღის ტრანზიტისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, NBC-ის ცნობით, შემდგომში მიწოდება განახლდა. ირანის სამხედროებმა შეძენილი დრონები და რაკეტები გამოიყენეს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებისთვის.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)