14:32 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 11:04:50, 2136 ნახვა

სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს- ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ტაილანდის, ლიბანის, უზბეკეთის, ბელარუსის, განას, იორდანიის, პაკისტანის, ნიგერიის, ფილიპინების, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3 000-ზე მეტი პირი.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics