|
2026-09-29 18:58:06, 972 ნახვა
პოლიტიკა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფალზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. "ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. იმის მცდელობა, რომ ისტორია შეცვალო და ამას რაღაც სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, აბსოლუტურად მიუღებელია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, საქართველოს საპატრიარქომ ამას შეფასება მისცეს. ეს უკიდურესად მიუღებელია". - თქვა ზვიადაძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში. როგორც 26 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, ალი მოჯანიმ (Ali Moujani) საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის წმინდა გამოსახულებით განათდა. როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება, არამედ ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. ალი მოჯანი აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს ეხება. როგორც მისივე პოსტშია აღნიშნული:
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)