2026-09-29 11:55:24, 2351 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მძიმე ვითარებაა — მარტოხელა დედა სამი შვილით საცხოვრებლის გარეშე რჩება. ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და ბინის დატოვებას არ აპირებს.
2015-დან მიმდინაეობს ეს საქმე. ჩემმა დედამთილმა და ჩემმა ქმარმა ბინა ჩამიდეს ბანკში და ახლა მიშვებენ გარეთ. მე არ ვიცოდი ნამდვილად. მარტოხელა დედა ვარ სამი ბავშვით, ბიჭი არის 14 წლის და ასე მაგდებენ უმოწყალოდ გარეთ, ნამდვილად არსად მაქვს წასასვლელი, არ გავალ სახლიდან, უნდა მოვკვდე იქ, - ამბობს ეკა მაღალაშვილი
მარტოხელა დედა დროს ითხოვს იმისათვის, რომ ახალი მეპატრონისგან ბინის გამოსყიდვა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს ოჯახის ძალისმიერი მეთოდებით გამოსახლება მოუწევთ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან