17:57 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-26 23:48:43, 2817 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ

ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც იკრიბებიან ყოველგვარი მიზნის გარეშე და იციან, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, ეს სექტის საქმიანობის ერთგვარი ფორმაა.

„როდესაც რიტუალებს ატარებ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველგვარი მიზნის გარეშე, იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ და ყოველგვარ შედეგზე ორიენტაციის გარეშე, მიზნის გარეშე იკრიბები ასეთი ფორმით, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics