|
2016-04-08 15:13:57, 978 ნახვა
სამხედრო
კადეტები საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობას ესტუმრნენ
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობას ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტებმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა -„რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ დაათვალიერეს. გამოფენაზე 1991 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა იყო წარმოდგენილი. პარლამენტში სტუმრობისას კადეტები სხდომათა დარბაზსაც ეწვივნენ. კადეტებთან ერთად პარლამენტში ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია იმყოფებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე გამართული რეფერენდუმის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა პარლამენტში 31 მარტს გაიხსნა და 9 აპრილს დაიხურება. გამოფენა საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)