11:20 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-25 13:20:58, 4371 ნახვა

საზოგადოება
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება

დღეს ღამით, 26 სექტემბრის 03:00 საათიდან, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის მიწოდება დროებით შეწყდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ის 80 000-მდე აბონენტს შეეხება.

უწყების ცნობით, მაგისტრალური მილის გადატანის აუცილებლობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობას უკავშირდება. პროექტი მისასვლელი გზების მოწყობის ეტაპზე გადადის, რომლის სამშენებლო არეალშიც თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მილი გადის.

"ცენტრალური მაგისტრალური სისტემის დაცლას რამდენიმე საათი დასჭირდება. სავარაუდოდ, დილის 07:00–08:00 საათისთვის შესაძლებელი გახდება მოქმედი მილის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოების დაწყება.

უშუალო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება და, გეგმის მიხედვით, დაახლოებით 24 საათს გასტანს. გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

გადაერთების აუცილებლობა უკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდის მშენებლობას. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალი სწორედ ამ მილზე უნდა გადაირთოს" - ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში.

პროცესს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უწყვეტ მონიტორინგს გაუწევენ. შეზღუდვის კონკრეტული არეალისა და ალტერნატიული მომარაგებისთვის წყლის ცისტერნების განთავსების ლოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია GWP-მ უკვე გაავრცელა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, შეზღუდვის ამოქმედებამდე სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი მოიმარაგონ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics